მოდა

ამერიკულ ჟურნალ Sports Illustrated-ში პირველად გამოჩნდა ბურკინში გამოწყობილი მოდელი

ამერიკულ ჟურნალ Sports Illustrated-ში პირველად გამოჩნდა ბურკინში გამოწყობილი მოდელის ფოტო

ამერიკულმა სპორტულმა ჟურნალმა Sports Illustrated პირველად წარმოადგინა ბურკინში გამოწყობილი ფოტომოდელი. ამის შესახებ გამოცემამ 29 აპრილს გააკეთა განაცხადი. 

ყოველწლიურ გამოშვება Sports Illustrated Swimsuit-სთვის პოზიორობდა 21 წლის ჰალიმა ადენი. ის კენიაში, სომალელი ლტოლვილების თავშესაფარში დაიბადა, შემდეგ კი, აშშ-ში გადასახლდა. 

„არ შეცვალო საკუთარი თავი… შეცვალე თამაშის წესები! ქალებო, ყველაფერი შესაძლებელია! Sports Illustrated-ის პუბლიკაცია მხოლოდ ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, ეს არის გზავნილი ჩემი ერთმორწმუნეთათვის მთელ მსოფლიოში, რომ ნებისმიერი წარმოშობის, აღზრდისა თუ გარეგნობის ქალებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და სახელი გაითქვან“,-დაწერა მან თავის „ინსტაგრამზე“. 

ჟურნალი Sports Illustrated ძირითადად, მამაკაცთა აუდიტორიაზეა გათვლილი. 1964 წლიდან კი, ყოველ წელს გამოდის სპეციალური გამოშვება Sports Illustrated Swimsuit, რომელშიც ქვეყნდება საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მოდელების ფოტოები. აღნიშნულ ნომერში დაიბეჭდა ჰაიდი კლუმის, ტაირა ბენქსისა და ნაომი კემპბელის ფოტოები.

ბურკინს ყწოდებენ მუსლიმების საცურაო კოსტიუმს. ის შარიათის მოთხოვნების მიხედვით, ყველაფერს ფარავს გარდა სახის, ხელის გულებისა და ტერფების. მისი შემქმნელია ლიბიური წარმოშობის ავსტრალიელი დიზაინერი აჰედა ძანეტი. 

Facebook Comments
თეგები