ჯარი

აშშ-ის საელჩო ქართულ არმიაზე: შეერთებული შტატები ამაყია თავისი სამხედრო პარტნიორით

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 28 წლის იუბილეს ულოცავს.

“შეერთებული შტატები ამაყია თავისი სამხედრო პარტნიორით და მიესალმება საქართველოს სამსახურში მყოფ ყველა ადამიანს”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. 

საქართველოს თავდაცვის ძალებს ვულოცავთ 28 წლის იუბილეს! 
შეერთებული შტატები ამაყია თავისი სამხედრო პარტნიორით და მიესალმება საქართველოს სამსახურში მყოფ ყველა ადამიანს. 
შემოგვიერთდით საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროების მხარდაჭერაში, დაუტოვეთ მათ გამამხნევებელი კომენტარი.

დღეს ქართული არმია დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

Facebook Comments