სპორტი

მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთში 8 მედალი მოიპოვა

ბუქარესტში გამართულ „დუმიტრუ პირვულესკუს და ვასილე იორგას” სახელობის ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 5 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდური ჩემპიონიც გახდა. 

ჩემპიონები გახდნენ ფრიდონ აბულაძე (55 კგ); დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ); ოთარ აბულაძე (72 კგ); ბექა გურული (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ).

ლერი აბულაძე (63 კგ), კოკა ღარიბაძე (97 კგ) და რობიზონ ესაძე (130 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ამავე ტურზე 9 მედალი მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა.

ქართველი სპორტსმენების ანგრიშზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებული ოთარ ბაგაური (70 კგ) გახდა.

თეიმურაზ ბერუაშვილმა (74 კგ) და ბაგრატ გაგნიძემ (79 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), თორნიკე ქათამაძემ (61 კგ), გოგა მამიაურმა (74 კგ), გიორგი ნებუნიშვილმა (86 კგ), დავით ქოჩქიანმა (92 კგ) და ვასილი ხვისტანმა (125 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

გუნდურ ჩათვლაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მესამე ადგილი დაიკავეს.

Facebook Comments