რელიგია

303 წლის 6 მაისს 30 წლის გიორგი კაბადოკიელს თავი მოკვეთეს

Full title: Saint George and the Dragon Artist: Gustave Moreau Date made: 1889-90 Source: http://www.nationalgalleryimages.co.uk/ Contact: picture.library@nationalgallery.co.uk Copyright © The National Gallery, London
Nusagi

6 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის დღეს, გიორგობას აღნიშნავს. სადღესასწაულო მსახურება ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესიაში ტარდება.

წმინდა გიორგი საქართველოს მფარველად მიიჩნევა და ქვეყნის გერბზეა გამოსახული. 

გადმოცემის მიხედვით, დღესასწაული წმინდა ნინომ დააარსა. ის დიდმოწამე გიორგის ნათესავი იყო, განსაკუთრებით პატივს სცემდა და ქვეყანას, რომელიც ქრისტიანობისკენ მოაქცია, ანდერძად მისი სიყვარული და თაყვანისცემა დაუტოვა. შუა საუკუნეებში საქართველოში წმინდა გიორგის 365 ტაძარია აგებული.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით იგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ ის იმპერატორს განუდგა, მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. 

წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში – ყურანშიც კი მოიპოვება.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს დღესასწაულობს. 

 წმიდა დიდმოწამე გიორგის მეოხებით ღმერთმა გააძლიეროს სრულიად საქართველო! 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,077 ნახვა
%d bloggers like this: