მეტროპოლიტენის მუზეუმში ორშაბათს , საღამოს ყოველწლიური Met Gala გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიზაინერებსა და ვარსკვლავებს იზიდავს, 38 წლის კიმ კარდაშიანმა ნამდვილი სენსაცია მოახდინა.
რეალითი შოუს ვარსკვლავს ფრანგული მოდის სახლის, მუგლერის მიერ შეკერილი კაბა ეცვა, რომლის შექმნასაც 8 თვე დასჭირდა. კაბა წყლის წვეთების ფორმის ბისერებით სისველის იმიტაციას ქმნიდა.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ 20 წლის მანძილზე პირველად, მისტერ მუგლერმა თავად შექმნა კაბა მუგლერის მოდის სახლისთვის და ის ჩემია. მის წარმოდგენაში მე, კალიფორნიელი გოგონა ამოვდივარ ოკეანიდან სველი, ტანზე წყლის წვეთებით”,-განაცხადა კიმ კარდაშიანმა Vogue-თან ინტერვიუს დროს.


Facebook Comments