სპორტი

ზესტაფონელი ბიჭი კარატეში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ზესტაფონელი ტატო სამხარაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 
მსოფლიოს ახალგაზრდულ ლიგაზე კარატეში, საქართველოს ნაკრების წევრმა გამარჯვება კვიპროსში ჩატარებულ ტურნირზე მოიპოვა. 

მსოფლიო ტურნირზე 100 – ზე მეტი ქვეყნის 420 კლუბი მონაწილეობდა.

,,საქართველოს ნაკრები კვიპროსზე, 11 სპორტსმენით ასპარეზობდა. ტატო სამხარაძემ შვიდი შეხვედრა ჩაატარა. ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებში ის ეგვიპტელ სპორტსმენებს დაუპირისპირდა და საქართველოს ისტორიაში ერთ – ერთი წარმატებული გამოსვლა აჩვენა,” – ამბობს ტატო სამხარაძის მწვრთნელი ირაკლი ღონღაძე.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

Facebook Comments