საზოგადოება ჯარი

როგორ ვიპოვოთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული წინაპარი

პროექტი VizHack-ის გამარჯვებულმა  გუნდმა მედიაპლატფორმა შექმნა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მოძებნონ მეორე მსოფლი ომის დროს დაღუპული წინაპარი. 

გარდა ამისა, რუკა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ქალაქიდან გაწვეული ადამიანების რაოდენობას აჩვენებს და ასევე იმ ტერიტორიებს, სადაც ისინი იბრძოდნენ.  

მონაცემები რუსეთის სახელმწიფო არქივიდან არის აღებული.

ვებგვერდზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

Facebook Comments