მისტიკა და ჩვეულებები

იაპონური კალენდრით, გუშინ ახალი სეზონი – „მატლები გამოდიან“ დაიწყო

იაპონური კალენდრის მიხედვით, გუშინ, 10 მაისს ახალი, ხანმოკლე სეზონი „მატლები გამოდიან“ დაიწყო. 

ტრადიციით, კალენდარი, რომელიც ძველად იაპონიამ ჩინეთიდან აიღო, წელიწადი 24 პერიოდად იყოფოდა, ხოლო ბუნებრივ წლიურ ციკლში გამოყოფდნენ 72 პერიოდს, რომელთაგან თითოეულს თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს. „მატლები გამოდიან“ ერთ-ერთი 72-თაგანია და ბუნების თავისებურებას გამოხატავს. 

ტრადიციული კალენდარი იაპონიაში აჩვენებდა სეზონების ცვლასა და ბუნებრივ ცვლილებებს. 24 პერიოდიდან, რომლებსაც სეკის ეძახდნენ, თითოეულს თავისი სახელი ჰქონდა. წელიწადი იწყებოდა „გაზაფხულის დასაწყისიდან“, თებერვლიდან და გრძელდებოდა დაიკანამდე- „დიდ სიცივემდე“, ბუნებრივი ციკლის ასეთი დაყოფა ჩინეთიდან იყო ნასესხები და დღემდე გამოიყენება აღმოსავლეთ აზიაში. 

24 პერიოდიდან თითოეული იყოფა სამ ნაწილად, თითოეული დაახლოებით 5-დღიანია. სულ კი, წელიწადში 72 მოკლე სეზონია, რომლებსაც კო ჰქვია. მათაც ჩინური წარმოშობა აქვთ და იაპონურ კლიმატს სრულად არ შეესაბამებოდა. 1685 წელს ამ სისტემის კორექტირება სამეფო კარის ასტრონომმა სიბუკავა სიუნკაიმ მოახდინა. დღეს არსებული ფორმით ეს სეზონები პოეტურად აღწერს წლის განმავლობაში იაპონიაში ბუნებრივ ცვლილებებს. მათი დასახელებას ასე აღწერენ: დედამიწა იღვიძებს, ყვავის, ნაყოფს იღებს, იძინებს და ა.შ. 

მოქმედი ცხრილით, 5-დან 20 მაისამდე პერიოდს „ზაფხულის დასაწყისი“ ჰქვია. გუშინ კი, 5-დღიანი სეზონი- მიმიძუ იძურუ დაიწყო, რომელიც ასე ხასიათდება: „მატლები გამოდიან“.

მიმიძუ იძურუ 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მას ასევე 5-დღიანი ტაკენოკუ სიოძუ- “ბამბუკის აღმოცენების“  სეზონი შეცვლის. (15-20 მაისი).

21 მაისიდან ახალი პერიოდი, „მცირე მწიფობა“ იწყება, რომელიც 6 ივნისამდე გაგრძელდება და ასევე სამი 5-დღიანი სეზონისგან შედგება. ესენია: „აბრეშუმის ჭია ჭამს თუთის ფოთოლს“ (21-25 მაისი), „სალისარჩული აყვავდა“ (26- 30 მაისი) და „თავთავი მწიფდება“ (31 მაისი-5 ივნისი).

Facebook Comments