Advertisements

მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი 2019 იმართება

მთაწმინდაზე რიგით მე-10 ახალი ღვინის ფესტივალი იმართება. ღონისძიებაზე წელს 250-მდე ღვინის კომპანია, მცირე და საოჯახო მარანი მონაწილეობს.

Nusagi

სპეციალურად ფესტივალზე დასასწრებად წელს საქართველოში ღვინის 70-მდე პროფესიონალი მსოფლიოს 13 ქვეყნიდან ჩამოვიდა.

ფესტივალი ტრადიციულად ქვევრის გახსნით დაიწყო, რომელშიც თერჯოლაში წარმოებული ოცხანური საფერე იყო.

ფესტივალი საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.

მთაწმინდის პარკში ფესტივალის მიმდინარეობის გამო თბილისი-ოქროყანა-მთაწმინდის პარკის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. მძღოლები მანქანით გადაადგილებას ღონისძიების დასრულებისთანავე შეძლებენ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული