უცხოური მედია ხელოვნება და კულტურა

ყირიმში 124 წლის წინ ჩაძირულ გემზე აივაზოვსკის 10 ნახატი აღმოაჩინეს

ჩაძირული გემის  „გენერალი კოცებუ“ ბორტზე 10 ნახატი აღმოჩნდა, რომლებიც მარინისტ ივან აივაზოვსკის მიერაა შექმნილი. ამის შესახებ რადიოსადგური Говорит Москва ექსპედიცია „ნეპტუნის“ ხელმძღვანელ, რომან დუნაევზე დაყრდნობით იუწყება. 

„გემი „გენერალი კოცებუ“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სუეცის არხის სადღესასწაულოდ გავლა განახორციელა, და სპეციალურად, რათა ეს ისტორიული ფაქტი აღებეჭდა, გემზე ივან აივაზოვსკი მიავლინეს. ის ხატავდა, როგორ ჩადიოდნენ „კოცებუ“ და სხვა გემები ეგვიპტეში სუეცის არხის გავლით “,-აცხადებს დუნაევი. ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ექსპედიციის ხელმძღვანელი ყვება, რომ მხატვარი გემების ეკიპაჟებს ხშირად ჩუქნიდა თავის ნამუშევრებს. სავარაუდოდ, საუბარია ნახატების კოლექციაზე. 

ასევე დუნაევმა აღნიშნა, რომ ზღვიდან ტილოების ამოტანა ივნისში დაიწყება, პროცესს შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს. „იმისთვის რომ გავიგოთ, გადარჩენილია თუ არა ნახატები, საჭიროა ყველაფრის გასუფთავება, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ ჩარჩოების ზედა ნაწილი ჩანს“,-თქვა მან.  

აივაზოვსკის ნახატები 11 მაისს, ჩაძირული გემის ამოტანისას აღმოაჩინეს. სულ ნაპოვნია სხვადასხვა მხატვრების 10 ფრაგმენტი, მათი ამოტანის პროცესი შეჩერდა, რადგან არსებობს დაზიანების რისკი. 

„გენერალი კოცებუ“ ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით 1895 წელს ჩაიძირა. ის 2015 წელს 40 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

Facebook Comments
თეგები