სპორტი უცხოური მედია

ჩემპიონთა ლიგით შთაგონებულმა ტერეზა მეიმ ფეხბურთი ითამაშა

ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ ქალაქ მეიდენჰედში ვიზიტისას, ბავშვებთან ფეხბურთი ითამაშა და ვიდეოჩანაწერი თავის თვითერ-ექაუნთზე განათავსა.

მეიმ მეიდენჰედში ადგილობრივი ქალთა საფეხბურთო კლუბი მოინახულა. პოლიტიკოსმა გასულ კვირას ინგლისური ფეხბურთისთვის ისტორიული უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ „ლივერპული“, „არსენალი“ და სხვა საფეხბურთო გუნდები „შთააგონებს ბავშვებს, დიდებს და პრემიერ-მინისტრებს“.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ორი ინგლისური კლუბი „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ შეხვდება. დიდი ბრიტანეთის კიდევ ორი გუნდი- „ჩელსი“ და „არსენალი“ – ევროპის ლიგაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

Facebook Comments