სპორტი

პანკისელი ქერიმ მაჩალიკაშვილი კიევის ტურნირის ვერცხლის მედლის მფლობელია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების წევრმა, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქერიმ მაჩალიკაშვილმა კიევის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, გელა ბოლქვაძემ (77 კგ) უკრაინის წარმომადგენელი ნურალიევი ანგარიშით 9-0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა გურამ ხეცურიანმა (87 კგ), რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ტრამვის გამო ვეღარ იასპარეზა. ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ დემურ ქავთარაძე (77 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ) და იური ლომაძე (72 კგ).

უკრაინის დედაქალაქ კიევში „სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა ხსოვნის“ რიგით 23-ე საერთაშორისო ტურნირი 10 მაისს დაიწყო.

Facebook Comments