პოლიტიკა

სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება და ფულს სთხოვს, თავად კი ფლორიდაში ვილებს ყიდულობს

საერთაშორისო დონის თაღლითობა და იშვიათი თავხედობაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქართველ ემიგრანტებს ხვდება და მათ ფულს სთხოვს, თავად კი ფლორიდაში ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობს, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებებით ნაშოვნი თანხით,-ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური საქმიანობისთვის იმ ადამიანებს თხოვს ფულს, ვინც ვინც მძიმე შრომით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახებს საქართველოში.

„აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც მძიმე შრომით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახებს საქართველოში, მათ სთხოვს სააკაშვილი ფულს პოლიტიკური საქმიანობისთვის. ის სკანდალშია გახვეული და ხელისუფლების მიმართ გამოთქმული აბსურდული ბრალდებებით ცდილობს ამ სკანდალის გადაფარვას“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ამ თავხედობას ამომრჩეველი კიდევ ერთხელ უპასუხებს 19 მაისს და მხარს არ დაუჭერს პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალას, რომელიც ქვეყანას წარსულში დააბრუნებს.

Facebook Comments
თეგები