ხელოვნება და კულტურა

„ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის გამარჯვებული ქართველი წყვილი გახდა

ლათინოამერიკული და ევროპული ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ქართველი წყვილი, იაკობ ყუფუნია და ვერკა ჯაჯანიძე გახდნენ.  

ფესტივალში, რომელიც თბილისში 12 დღის განმავლობაში ტარდებოდა, 9 ქვეყნის 1300 მოცეკვავე მონაწილეობდა.

“ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი 2019”-ის ორგანიზატორი საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭო იყო. წლევანდელი ფესტივალი გასული წლების განმავლობაში წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებების საფუძველზე ევროტურის ფარგლებში გაიმართა. 

Facebook Comments