ხელოვნება და კულტურა

ჰოლივუდის ვარსკვლავი დორის დეი გარდაიცვალა

ჰოლივუდის მსახიობი, მომღერალი და ცხოველთა დაცვის მოძრაობის აქტივისტი დორის დეი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო.

გარდაცვალების მიზეზად პნევმონია სახელდება,- ამის შესახებ დორის დეის ცხოველთა დაცვის ფონდის განცხადებაშია ნათქვამი.

„დეი თავისი ასაკისთვის ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში იყო, სანამ ცოტა ხნის წინ პნევმონიის მძიმე ფორმით არ დაავადდა, რომელმაც მისი სიკვდილი გამოიწვია“,-ნათქვამია განცხადებაში.

დორის დეი 1922 წლის 3 აპრილს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში დაიბადა. მუსიკალური კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. თავიდან დეის მოცეკვავედ გახდომა უნდოდა, მაგრამ ამ ოცნებაზე უარის თქმა მოუწია ავტოკატასტროფის შემდეგ.

მისი მთავარი ჰიტია სიმღერა Que Sera Sera, რომელიც შემდგომში მსოფლიოს მრავალმა მომღერალმა შეასრულა. ასევე დეი ცნობილია სიმღერებით : Perhaps, Perhaps, Perhaps, Sentimental Journey  და სხვ.

Facebook Comments
თეგები