ხელოვნება და კულტურა

აგვისტოში საქართველოში 30 Seconds to Mars-ი კონცერტს გამართავს

13 აგვისტოს Black Sea Arena ბენდ 30Seconds to Mars-ს უმასპინძლებს. 30 Seconds to Mars ამერიკული როკპროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, ჯარედ ლეტომ და შენონ ლეტომ შექმნა.

ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie-ს უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა “Attack”,”The Kill”, “From Yesterday” და “A Beautiful Lie“.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 მაისიდან. ფასი 50-დან 200 ლარამდე იქნება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni