ჯანდაცვა

„გალინა ბლანკას“ ბულიონის კუბებში ტყვიის ნორმასთან შეუსაბამობა არ გამოვლინდა

„გალინკა ბლანკას“ სხვადასხვა დასახელების არც ერთ მშრალ ბულიონში ტყვიის შემცველობაზე შეუსაბამობა არ გამოვლენილა.

პრიდუქციის შემოწმება სურსათის ეროვნულმა სააგენტოს სპეციალისტებმა დედაქალაქსა და რეგიონებში ჩაატარეს.

სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებული სხვადასხვა დასახელებისა და პარტიის მშრალი ბულიონი – „გალინა ბლანკას“ 15 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიებში გადაიგზავნა.

კვლევის შედეგებით, კანონმდებლობით დადგენილ

აგრეთვე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ბიზნესოპერატორმა (შპს „არგო“) სხვადასხვა ლაბორატორიაში გამოიკვლია „გალინა ბლანკას“ ბულიონის კუბების ნიმუშები, სადაც , ასევე , ტყვიის შემცველობა ზღვარს არ აღემატებოდა.

„გალინა ბლანკას“ ბულიონის კუბებში ტყვიის ჭარბი კონცენტრაციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით აპრილის დასაწყისში განაცხადეს, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები განახორციელა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni