ტექნოლოგია

დარღვეული იყო ხარაჩოების მოწყობის წესი – შრომის პირობების ინსპექტორი

მშენებლობაზე, სადაც, ცოტა ხნის წინ, მუშა დაიღუპა, ხარაჩოების მოხსნის პროცესი შეჩერდა.

ველოდებით საამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის. ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, მოვამზადებთ დასკვნას, თუ რამ გამოიწვია ტრაგიკული შემთხვევა,- განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ბაია მიქაიამ.

მიქაიას თქმითვე, პირველადი მოკვლევით, დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტის 477- პუნქტი, რომელიც ითავლისწინებს ხარაჩოების მოწყობის წესს.

“დასკვნის მომზადებამდე, გამოიკითხება ყველა მხარე და მხოლოდ ამის შემდეგ, იქნება შესაძლებელი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზებზე ვილაპარაკოთ”,- აცხადებს ბაია მიქაია.

დღეს, თბილისში, კოსტავას 75 ნომერში მშენებარე კორპუსის მეთხუთმეტე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

Facebook Comments