პოლიტიკა

დედამთილმა რა თქვა რძალზე, რძალმა რა ილაპარაკა ქმრის მამიდაზე- ამით არის დაკავებული მმართველი პარტია

რა ტრენინგი უშველის თავდაღმართში დაშვებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის დროშაზეც მურუსიძე ფრიალებს?,-ამის შესახებ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა, დავით მაღრაძემ პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის გაჯანსაღებაზე ლაპარაკი არასერიოზულია.

„ეს არ განიხილება სერიოზულ საკითხად. არც არანაირი სიახლეები არ არის მოსალოდნელი. სიახლეები იბადება ნიჭიერებაში და არა უნიჭობაში. უნიჭობაში იბადება ის, რითაც არის დღეს მმართველი პარტიაა დაკავებული, ეს არის ჭორაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, ჩანაწერებით მუქარა და დედამთილმა რა თქვა რძალზე და რძალმა რა ილაპარაკა ქმრის მამიდაზე. ეს არის სუფთა პროვინციალიზმი, მე არ ვგულისხმობ პროვინციალიზმს გეოგრაფიული თვალსაზრისით, ვგულისხმობ მენტალობით”,-განაცხადა დავით მაღრაძემ.

Facebook Comments