ხელოვნება და კულტურა

ვინ გაიმარჯვებს ევროვიზია 2019-ის კონკურსში – ყველაზე დიდი გამოკითხვა

ევროვიზია 2019-ის კონკურსში მონაწილე 41 სიმღერა უკვე გამოსულია, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი დიდი გამოკითხვის დრო დადგა,- ამის შესახებ ვებგვერდი eurovisionworld იუწყება, რომელიც ევროვიზიის კონკურსის წინ გამოკითხვებს ატარებს.  

გასულ წელს სწორედ აღნიშნული ვებგვერდის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისრაელის წარმომადგენელს ყველაზე მეტი მხარდაჭერა ექნებოდა. 

ვებგვერდის მიერ 2018 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში 125 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოსთვის ხმის მიცემის მსურველებმა უნდა გახსნათ ლინკი და ჩამონათვალში ხმა მისცეთ Georgia-ს. პოლში ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი და კონკურსის ფინალამდე ის ღია იქნება.  

შეგახსენებთ, ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება. ნახევარფინალური შოუ ცენტრალური ევროპის დროით 21:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათი) დაიწყება. საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე“ პირველ ნახევარფინალში დღეს მე-11 ნომრად წარდგება.


Facebook Comments
თეგები