პოლიტიკა

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ დააკავა

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი პოლიციამ დააკავა. გელა კვარაცხელია ზუგდიდის პოლიციის შენობაში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. შენობაში შესვლამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამეგრელოში სანდრა რულოვსს არ შემოუშვებს.

„მე ვარ და ყოველთვის ვიქნები ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი. ეს სამეგრელოა და არა ჰოლანდია. მე სანდრა რულოვსს სამეგრელოში არ შემოვუშვებ”, – განაცხადა გელა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, იციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტელეკომპანია „ოდიში“ სანდრა რულოვსზე ფილმს ამზადებდა. სანდრა რულოვსი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები, დადიანების ეზოში იყვნენ შეკრებილები.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni