საზოგადოება

თამარ ჭოხონელიძე – მე რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას ბრმად გავყვე?

მე ომამდე ტანკისტი ვიყავი და არაფრის მეშინია, არც ახლა შევუშინებივარ ვინმეს,- ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ კობა დავითაშივილის მოსაზრების პასუხად განაცხადა.

კობა დავითაშვილის აზრით, მომღერლები, რომლებმაც უარი თქვეს 17 მაისს კონცერტში მონაწილეობაზე, დაშინებულები არიან სექსუალური უმცირესობების დამცველთა მხრდან მოსალოდნელი თავდასხმების გამო.

„მე არ მახსოვს, ჩატარებულა გეი აღლუმი საქართველოში? ვის სიამოვნებს შიშველ მდგომარეობაში ვიღაცის დანახვა. სახლში თუ შემომივარდება, თუ გამირყვნის შვილს, მომავალ თაობას და ბევრ ცუდ რამეს უქადაგებს, თავსაც შევაკლავ, თუმცა მე ეს ვერ დავინახე. ის, რომ საპატრიარქომ ამ დღეს დაამთხვია ოჯახის სიწმინდის დღე, გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ რომ ამას ვერ მივხვდეთ“,-განაცხადა მომღერალმა.

მისი თქმით, გავრცელებული აზრი, თითქოს ჰომოსექსუალები ოჯახებს საფრთხეს უქმნიან, სიცრუეა. თამარ ჭოხონელიძეს მიაჩნია, რომ ეს არის საპატრიარქოს პოლიტიკა და არ აპირებს, ამ პოლიტიკას ბრმად გაჰყვეს, შესაბამისად, არ მიიღებს მონაწილეობას საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტში.

„ჩემს ოჯახს ვერავის შეუქმნის საფრთხეს თუ ჭკვიანად ვიქნებით, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი რელიგიური მხრიდან არ კეთდება. ეს არის საპატრიარქოს პოლიტიკა, 2013 წელს, როდესაც ადამიანები შეიკრიბნენ სექსუალური უმცირესობის დასაცავად, მახსოვს, რომ მაშინ საპატრიარქო განზე არ იდგა. გამოიყვანეს ძალიან ბევრი ხალხი და მოხდა ძალიან ცუდი რამ. ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენება იყო თუ არ იყო ეს ძალადობა? ჩემთვის ეს ძალადობა იყო. მე ვარ ქალი, დედა, ეს შეიძლება მოვიწონო? ქრისტიანობას არ განსაზღვრავს, ის თუ რამდენადაა ჩართული ადამიანი ეკლესიის პოლიტიკაში. მე რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას ბრმად გავყვე? მე პატრიარქს კარგად ვიცნობ, მე მას ძალიან ვუყვარვარ და მეც მიყვარს, მის გვერდში ვიქნები ყოველთვის, მაგრამ თავად პატრიარქს არ უყვარს ბრმად გამყოლი, ბნელი ხალხი, რომლებიც ამბობენ: „მაპატიე მამაო, ხელი წამცდა კარაქზე, მარხვაში მეუღლემ შემთხვევით ხელი დამადო“,-განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ და აღნიშნა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც შესაძლოა, დაპირისპირების მარცვალი იყოს.

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni