ხელოვნება და კულტურა

კონსერვატორიაში დღეს ბრწყინვალე სოპრანოს, მედეა ამირანაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება

დღეს გამოჩენილ ქართველ მომღერალს, საქართველოს სახალხო არტისტს, მედეა ამირანაშვილს 89 წელი შეუსრულდა.

დღეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის კონსერვატორიაში ბრწყინვალე სოპრანოს, ქალბატონ მედეა ამირანაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება.

მედეა ამირანაშვილი საქართველოს სახალხო არტისტების, პეტრე და მედეა ამირანაშვილების ოჯახში დაიბადა. 1954 წ. დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს „ფაუსტი“). ამის შემდეგ იგი ამ თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა. გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში.

მედეა ამირანაშვილის ხელოვნებამ მსოფლიოში ფართო აღიარება მოიპოვა.​ 1981 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, პედაგოგია. 

Facebook Comments