დიზაინი ეს საინტერესოა

მსოფლიოს უცნაური ქუჩის ფარნები

ქუჩის პირველი ფარნები 1417 წელს ლონდონში გამოჩნდა. ქალაქის მაშინდელი მერის განკარგულებით, ღამის საათებში ფანრებს ქუჩაში კიდებდნენ, რათა სიბნელეში გადაადგილება შესაძლებელი ყოფილიყო.

100 წლის შემდეგ ღამის განათებაზე საფრანგეთშიც დაიწყეს ზრუნვა. პარიზის ხელმძღვანელობის განკარგულებით, მოქალაქეებს სანათები ფანჯრებთან ახლოს უნდა ჰქონოდათ, რათა ქუჩის უკუნეთი ოდნავ მაინც გაფანტულიყო.

გარე განათების პირველი სრულყოფილი სისტემა კი, ჰოლანდიის დედაქალაქში 1668 წელს გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სანთლები და ზეთის ფარნები, რომლებსაც ბევრი სინათლე არ ჰქონდა, ამ დროიდან მოყოლებული, ქუჩის განათების ნამდვილი რევოლუცია დაიწყო. ჯერ ნავთის, შემდეგ გაზის, მოგვიანებით ელექტრონული ფარნები მსოფლიოს ქალაქებს სრულყოფილი ღამის ცხოვრების საშუალებას აძლევდა. 

დღეს ზოგიერთი ქუჩის ფარანი ქალაქის ნამდვილი მშვენებაა.

9 მეტრიანი წითელი ყაყაჩოები იერუსალიმში 5 წლის წინ დაამონტაჟეს. ისინი მოძრაობაზე რეაგირებენ და ადამიანის მიახლოებისას იშლებიან.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს უცნაურ ქუჩის ფარნებს.


Facebook Comments