ჯანდაცვა

როგორ უნდა დავიცვათ ბავშვი ჭარბწინიანობისგან – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია

ახალშობილებს, რომლებიც იმყოფებიან ხელოვნურ, ან მხოლოდ ეპიზოდურ ბუნებრივ კვებაზე, ჭარბწონიანობით დაავადების მეტი რისკი აქვთ,- ამის შესახებ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპული ბიურო იუწყება.

ორი კვლევის თანახმად, რაც მეტად იმყოფება ბავშვი ძუძუთი კვებაზე, მით მეტადაა დაცული ჭარბი წონისგან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ახალშობილები 6 თვე მთლიანად ძუძუს რძით უნდა იკვებებოდნენ და თანდათან გადავიდნენ დამატებით საკვებზე. ამსთან, ექიმები აცხადებენ, რომ ბავშვის ძუძუთი კვება 2 წლამდე შეიძლება. 

კვლევის ავტორები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ბავშვებში ჭარბწონიანობის საშიში დონე იწვევს გულ-სისხლძარღვთა ხანგრძლივ დაავადებებს, ასევე ნივთიერებათა ცვლისა და სხვა სისტემების გაუარესებას.. 

Facebook Comments