პოსტები სოციალური ქსელიდან

აი ის პალტო, ჯიბეში ორი ხუთკაპიკიანი იდო, გავუყარე ხელები სახელოებში და რას ვხედავ

მეხუთე კლასში ვიყავი, საშემოდგომო არდადეგები იყო, დედაჩემს მამიდაჩემმა უთხრა, ხვალ ჯამბული მომიყვანე, უნივერმაღში უნდა წავიყვანო, პალტო უნდა ვუყიდოო. უმამოდ ვიზრდებოდი და მამიდაჩემს გული დაეწვა ჩემი ჩაცმულობა რომ ნახა…….დედაჩემმა თანხმობა უთხრა, ჩემო ქეთევან დიდი უყიდე, რომ ცოტა დიდხანს ატაროს, ხომ ხედავ, რა მალე იზრდებაო.

მეორე დღეს ცენტრალურ უნივერმაღს ვესტუმრეთ მარჯანიშვილზე, ვიყიდეთ, პალტო, ,,საროჩკა“, ,,პოლსაპოშკები,, და ქუდი.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სახლში მოსვლისას ჩემი, საროჩკა ბიძაჩემმა ჩაიცვა და თქვა, ვააა, რა კარგია, ერთი ნახეთ მიხდებააა? კინაღამ გული გამიჩერდა, ვიფიქრე, ეხლა რომ უთხრან გიხდებაო და დაიტოვოს….. მოკლედ გადავრჩი, უარი უთხრეს არაო.
უნდა გენახათ, როგორ დავიჭიმებოდი სკოლაში ახალი ზმანებით, თუმცა ცოტა დიდი მქონდა ყველაფერი.

იმის მერე ბევრი დრო გავიდა, სკოლა დავამთავრე და ……….ის ჩემი პალტო დედაჩემმა სოფლის გარდერობში გაამწესა…..
რადენიმე წლის წინ, როცა აღარც დედაჩემი იყო ცოცხალი და აღარც პალტოს მყიდველი მამიდა, სოფლის ძველი სახლის ადგილას ახლის აშენება დავიწყე. როცა ძველ სახლს ვცლიდით დასანგრევად, თავისთავად გარდერობსაც მივადექით და … რას ვხედავ, ჩემი პალტო.

დავჯექი და ცრემლები წამომცვივდა,გ ამახსენდა ჩემი ისტორია მისი შეძენისა, დედაჩემი, მამიდაჩემი, ბიძაჩემი…
მოვკიდე ხელი პალტოს და სუნი მეცა სიძველის…

ჯიბეში ორი ხუთკაპიკიანი იდო, უცებ გავუყარე ხელები სახელოებში და რას ვხედავ… ვარ 50 წლის, სიმაღლეში 183 , წონა 96 ……სასწაული, პალტო კიდევ გრძელი მაქვს…და … ცრემლების მერე ამიტყდა სიცილი, მაგრამ გამიჩნდა შინაგანად გრძნობა სიამაყისა, თუ რა წინდახედული დედა მყავდა და მამიდა, თუ რა შორეულ პერსპექტივაზე გათვალეს ჩემი პალტოს მოხმარების შესაძლებლობა……..

დიდება უფალს, პალტოს ეხლა ჩემს შვილიშვილებს გადავაბარებ, ვინ იცის კიდევ რამდენ თაობას გაათბობს, სანამ ჩემ ოჯახში გოლიათი არ დაიბადება, ვისაც ვერ ჩაეტევა და იტყვის, საწყალი ჯამბული ,,რა პატარა კაცი ყოფილაო,,

ჯ.გ.
შუაში ყველაზე პატარა მე ვარ, აი ის პალტო და ქუდი,

ჯამბულ გამცემლიძის ფეისბუქგვერდიდან.

Facebook Comments