პოსტები სოციალური ქსელიდან

ამათ ცუდი მუსიკის და გოიმური ჰარმონიების ბღავილი ჰგონიათ ავთენტურობა

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ევროვიზიის “ სიმღერის კონკურსში საქართველოს გამოსვლას ეხმაურება.

„ამასობაში, ევროვიზიაზე მორიგ ჯერზე “გავპაზორდით”. სრულიად პროვინციალური, გულისამრევად ცუდი (მუსიკალურადაც და კონცეპტუალურადაც) და ქაჯური ნომრით წარვდექით. თან უკვე მერამდენედ ვაჩვენებთ სრულიად ფარჩაკ სახეს მსოფლიოს. და მერამდენედ ვერ გადავდივართ ფინალში. ამ დროს, გამორჩეული მუსიკის ქვეყანა ვართ, დანამდვილებით. თან ავთენტური, თან ძალიან ევროპული მუსიკის. და ამათ ცუდი მუსიკის და გოიმური ჰარმონიების ბღავილი გონიათ ავთენტურობა.

ერთი ცესკოს თავმჯდომარეა სამარცხვინო ბოძზე გასაკრავი და მეორე ამ საშინელებებს ვინც აგზავნის და პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას არცხვენს ყველაზე მრავალრიცხოვან საერთაშორისო ფორუმზე – ის!“,-წერს ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni