ცხოველები

ნახევარტონიანი, კაციჭამია ნიანგი ხაფანგით დაიჭირეს

მალაიზიის ქალაქ ტავაუში ველური ბუნების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ნახევარტონიანი, კაციჭამია ნიანგი დაიჭირეს. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Sinar Harian იუწყება.

სავარაუდოდ, სწორედ ამ რეპტილიამ, 23 აპრილს ადგილობრივი მცხოვრები მოკლა. დეპარტამენტის თანამშრომლის თქმით, 61 წლის მამაკაცის დაღუპვის შემდეგ მდინარის გასწვრივ ხაფანგები დააყენეს, რის შემდეგაც მოხდა ნიანგის დაჭერა. 

„12 მაისს, დილით ნიანგი, რომელიც ჩვენი აზრით, დაკავშირებულია ინციდენტთნ, ერთ-ერთ ხაფანგში გაება“,-განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ამ ნიანგის გარდა, მდინარესთან კიდევ ბევრი საშიშროებაა და სხვა ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ხაფანგები ადგილზე დარჩება. 

Facebook Comments
თეგები