საზოგადოება ხელოვნება და კულტურა

ოთო ნემსაძის პირველი კომენტარი – თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა

„ევროვიზია 2019“-ის მონაწილე ოთო ნემსაძე კონკურსის ნახევარფინალის დასრულების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ოთო ნემსაძემ ვერ შეძლო ფინალში გადასვლა, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან ღირსეული იყო ჩვენი ქვეყანა, მთელი ეს მარათონი, მინდა დიდი მადლობა გითხრათ მთელ ქვეყანას, ვიცი, რომ ყველანი იჯექით ტელეფონებით ხელში, ანთებული გულებით. და დავამატებ ერთს, თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა.“,-აცხადებს ოთო ნემსაძე.

შეგახსენებთ, საქართველო ევროვიზიის კონკურსს გამოეთიშა. 

Facebook Comments