განათლება

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დღეს დაიწყება

წელს საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge-ზე მოხდება. ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისათვის.

ამასთან, წელს საზაფხულო ბაღების სიაში რამდენიმე ცვლილება მოხდა, კერძოდ, N170 ბაღის ნაცვლად, მთაწმინდის რაიონში ივლისში იმუშავებს N3 ბაგა-ბაღი, ისნის რაიონში N26 ბაღს ჩაანაცვლებს N66 ბაღი, ხოლო საბურთალოზე, N171 ბაღის ნაცვლად იმუშავებს N74 ბაგა-ბაღი.

საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში
იფუნქციონირებს:
გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186
დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15.
ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
ისნის რაიონი -N202 , N29, N66, N215, N182.
კრწანისის რაიონი -N51, N206.
მთაწმინდის რაიონი – N3, N152, N162
ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80.
საბურთალოს რაიონი – N197, N74, N112.
სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72.
ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.

Facebook Comments