უცხოური მედია

შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის ზუსტი მიზეზი დადგენილია

ექსპერტებმა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში „აეროფლოტის“ კუთვნილი Sukhoi Superjet 100-ის კატასტროფის ზუსტი სურათის აღდგენა მოახერხეს.

აფრენიდან 15 წუთში თვითმფრინავს მეხი დაეცა. ლაინერის ელექტრომომარაგების გადაყვანა მოხდა აკუმულატორულ დენის წყაროზე (Emergency Electrical Configuration, EEC), ხოლო მართვა- პირდაპირ რეჟიმზე (Direct Mode). როგორც „კომერსანტი“ საგამოძიებო ორგანოებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რეჟიმი EEC უბედურების მაუწყებელი სიგნალის გადაცემას არ მოითხოვს, სწორედ ამიტომ არ იყო მობილიზებული სახანძრო მანქანები.

„სუპერჯეტის“ ბორტზე გაუთვალისწინებელი სიტუაცია შეიქმნა. ასეთ დროს პილოტების მოქმედება მკაცრად არის გაწერილი

ეკიპაჟი სწორად მხოლოდ მეორე ცდით შევიდა ასაფრენ ზოლზე. პილოტებმა დაფრენამდე თვითმფრინავის ცხვირი ზედმეტად ძირს დაწიეს და შედეგად, ლაინერი გადაჭარბებული სისწრაფით დაეშვა დედამიწაზე და ორჯერ შეხტა ჰაერში. ექსპერტების დასვნით, სწორედ ეს საშიში და გაუაზრებელი მანევრი გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი. 

ნორმატიული დოკუმენტებით, პირველი წარუმატებელი ცდის შემდეგ პილოტებს დაჯდომა უნდა შეეწყვიტათ და ექსტრემალური აფრენა განეხორციელებინათ, თუმცა ეს არ გააკეთეს. შასებმა საწვავის ავზი გახეთქეს და თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. 

ავიაკატასტროფის შედეგად 78-დან 41 მგზავრი დაიღუპა

Facebook Comments