კულინარია

კენკრის გაყინვის ეს მეთოდი ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

ყველა გამოცდილმა და პასუხისმგებლობის მქონე დიასახლისმა იცის, რომ საქმის კეთების დროს ყურადღება დეტალებსაც უნდა მიაქციოს. გაეცანით ჩვენს რჩევებს კენკრის უკეთ გაყინვისთვის, რათა თქვენს მაცივარში მუდამ ზაფხული იყოს! გაეცანით საჭირო ნიუანსებს და დაიმზადეთ ზამთრის სასარგებლო მარაგი ჩვენთან ერთად! ზამთარში, როცა გემრიელ კომპოტებს, ნამცხვრებსა და ტორტებს მოამზადებთ, ამ რჩევების მადლიერი დარჩებით.

მაშ ასე: გასაყინად რაც უფრო ახალ კენკრას შეარჩევთ, რეზულტატი მით უკეთესი იქნება. დაიმახსოვრეთ, რომ გადამწიფებული კენკრა და ხილი ცუდად ინახება და ასევე გაყინულიც კარგავს ფორმას.

ხილის გაყინვისთვის საყინულეში საუკეთესო ტემპერატურა უნდა მერყეობდეს -18-დან -23 °С-მდე. ასეთ გარემოში კენკრა შეინახება მთელი წლით, თანაც ის არ დაკარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. აირჩიეთ სწორკუთხოვანი ფორმები კენკრის ჩასაყრელად. ასე მაცივარში მეტი პროდუქტი მოთავსდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ეშმაკობა: თავდაპირველად მოათავსეთ კენკრა პაკეტებში. პაკეტებს თავი მოუკარით და ამ სახით სწორკუთხა კონტეინერებში მოათავსეთ, რომ გაყინულმა მისი ფორმა მიიღოს. შემდეგ შეინახეთ ფორმების გარეშე – ადგილის გასაოცარ ეკონომიას მიაღწევთ! 

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პატარა პორციები მალე იყინება და კარგადაც ინახება. პროდუქტების ხელმეორედ გაყინვა არაფრით შეიძლება, ამიტომ წინასწარ გათვალეთ, რა სიდიდის პორციები გინდათ, რომ მიიღოთ.

1. მარწყვის გაყინვისას, დასაწყისში მოათავსეთ ის სწორ ზედაპირზე საყინულეში, აცადეთ ოდნავ მოყინვა და შემდეგ გადაიტანეთ ფორმებში.

2. თუ ჟოლოს ყინავთ, შეარჩიეთ მუქი ფერის კენკრა. კენკრა ცოტა ხნით ჩაყარეთ მოდუღებულ მარილწყალში, რათა მოშორდეს ჭიის კვერცხები. შემდეგ გარეცხეთ თუშფალანგში ცივი წყლით და ეგრევე გაყინეთ.

3. მოცხარი მშრალი უნდა გაყინოთ.

4. ხურტკმელი დაშაქრეთ და ისე გაყინეთ. კენკრა შეიწოვს შაქარს და ძლიერ მჟავე აღარ იქნება.

ყინული – ეს საუკეთესო კონსერვანტია. ამიტომ პროდუქტების შენახვისას გამოიყენეთ გაყინვის მეთოდი კონსერვირების ნაცვლად. ასე შეინარჩუნებთ სასარგებლო ვიტამინებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს მთელი წლის განმავლობაში სჭირდება.
ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, რომ კენკრის გაყინვაში სერიოზული არაფერია: გარეცხავ, გააშრობ, მოათავსებ დახურულ პაკეტებში და ეგაა! მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით…

წტარო:gemrielia.ge

Facebook Comments