ჯანდაცვა

ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

Nusagi

სოფელ ახალ კახათში ავარიისას დაშავებული ერთი ახალგაზრდა ზუგდიდიდან თბილისში წუხელ რეანიმობილით გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დანარჩენი 7 ახალგაზრდა კვლავ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. 

დაშავებული ახალგაზრდები ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მოინახულეს.

ექიმის განცხადებით, ერთი ახალგაზრდას მდგომარეობა შედარებით მძიმეა და მას უტარდება შესაბამისი სამედიცინო პროცედურები.

ახალგაზრდები, რომლებიც სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ, ავტოავარიაში ანაკლიის გზაზე დაშავდნენ.

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,337,115 ნახვა
%d bloggers like this: