პოლიტიკა

გიორგი გოგლიჩიძე- თანამდებობები არ არის მუდმივი, მინდა ქალაქს გაკეთებული საქმეები დავუტოვო

ზესტაფონის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი გოგლიჩიძე მმართველ გუნდს ნდობისთვის მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„თანამდებობები არ არის მუდმივი, როდესაც ჩემი მერობის ვადა ამოიწურება, მინდა თითოეული თქვენგანის სიყარული წავიღო და ჩემს ქალაქს გაკეთებული საქმეები დავუტოვო“.

დღეს გიორგი გოგლიჩიძის მხარდასაჭერად ზესტაფონში მმართველი გუნდის ლიდერები ჩავიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.

ზესტაფონს სჭირდება განვითარება. კეთდება ბევრი რამე, მაგრამ რჩება  ძალიან ბევრი პრობლემა, რჩება ქალაქის პრობლემა, სოფლების პრობლემები, ადამიანებს აქვთ პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, სჭირდება ყოველდღიური საქმიანობა და სჭირდება, რა თქმა უნდა, ძლიერი ხელმძღვანელი,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ  ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 

„ამ პრინციპების გათვალისწინებით ჩვენ  წარმოგიდგინეთ ძალიან ღირსეული კაცი, ღირსეული ზესტაფონელი, ბატონი გიორგი გოგლიჩიძე, რომელიც, დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ჰქვია ზესტაფონის განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, ზესტაფონი გაიმარჯვებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
თეგები