პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით მარდალეიშვილი-“ხმის მაგივრად, სხვა რამე რომ მოგცეთ?!”

,,ზეგ, არჩევნებია, მთაწმინდაზე!
ვფიქრობ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ რეალურად, სამი, გამარჯვების მეტნაკლები შანსის მქონე კანდიდატი გვყავს – ლადო კახაძე, შალვა შავგულიძე და სოფიო ხორგუანი.
არ იფიქროთ, რომ რადგან სოფიოს უპირისპირდებიან, იმიტომ ვაკრიტიკებ – ავდგეთ და კიდევ ერთხელ, გავაანალიზოთ მოცემულობა:

ბატონი ლადო კახაძე – პრინციპებისგან დაცლილი, ხანდაზმული კაცი! ჯერ, მაინტერესებს, რა მიზნით უნდა ავირჩიოთ მოხუცი ექიმი პარლამენტის დეპუტატად?! რაში შეიძლება, გამოადგეს ქვეყანას?! დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნების” “ლიდერშიფისგან” (იფ, რა სიტყვა ვიხმარე!) ოდნავ განსხვავებული აზრიც კი არ ექნება, ანდა ექნება, მაგრამ გულში, ღრმად!
2016 წელს, პაატა ბურჭულაძის პარტიამ წარადგინა, ისევ მთაწმინდის რაიონის დეპუტატობის კანდიდატად და 681 ხმა მიიღო, ზუსტად. ახლა, რავარი დასაჯერებელია, რომ მთაწმინდელები მიხვდნენ სამი წლის წინანდელ “შეცდომას”, მოინანიეს და წელს აპირებენ გამოსწორებას?! ეს ხომ ჩვეულებრივი ბლეფი იქნება, ლადო კახაძემ წელს 700-ზე მეტი ხმა რომ მიიღოს!
ჯერ, “მოქკავშირელი” იყო, მერე, “ლეიბორისტი”, “ნაცებთანაც” არ უნდა ჰქონოდა, მაინცდამაინც, დაძაბული ურთიერთობა, დღეს, კი, “ქართული ოცნების” წევრია. მარტო პარტიულ კუთვნილებაში კი არა, პროფესიაშიც რაღაც “გარღვევა” აქვს – ხან რადიოლოგია, ხანაც – გინეკოლოგი!

მოკლედ, ბატონი ლადო კახაძის არჩევა, არაფერს მისცემს ქვეყანას, საზოგადოებას და თვითონ “ქართულ ოცნებასაც” კი.

ბატონ შალვა შავგულიძის დაუსრულებელ თავის მართლებას, დღეს, წერტილი დაუსვა სანდრო გირგვლიანის ბიძამ, გოგი ენუქიძემ და განაცხადა, რომ შავგულიძის საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი იყო, მათ ოჯახთან მიმართებაში და მისგან არ მოელოდა “ირინას ხელახლა მოკვლას”.
მე მგონი, აქ, უკვე, ნათელია ყველაფერი – შალვა შავგულიძე “ნაცმოძრაობის” რჩეული გახდა და მთაწმინდელთა უმრავლესობას არ გვიყვარს “ნაცმოძრაობა”. 
ისე, შალვას ვკითხავდი: “ხმის მაგივრად, სხვა რამე რომ მოგცეთ?!”

დაგვრჩა სოფიო ხორგუანი და უდიდესი იმედი მაქვს, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ სწორედ ის გახდება მთაწმინდის რაიონიდან პარლამენტის დეპუტატი! 
სოფიო ხორგუანი გახლავთ ჭკვიანი, უკომპრომისო, სამართლიანი, უპრინციპულესი ადამიანი, არის ძალიან კარგი იურისტი, არ გაურბის, მოწინააღმდეგესთან კამათში შესვლას, სიმართლის დასამტკიცებლად! 
დარწმუნებული ვარ, ზუსტად ვიცი, წყალი არ გაუვა, ყოველ მიზეზგარეშე და უეჭველია, რომ სოფიო, ბევრად უფრო გამოადგება ქვეყანას და ხალხს, ვიდრე მეან-გინეკოლოგი, თუ გამყიდველი ადვოკატი…

ის არ დაუწყებს კეკლუცს არც “ნაცებს” და არც “ქოცებს” და როგორც თავად ჩათვლის მართებულად, მის პოზიციას დაუჭერს ან არ დაუჭერს მხარს. ეს მოხდება, რა თქმა უნდა, კონკრეტულ, ცალკე აღებულ შემთხვევებში, 
რაც მთავარია, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არც ბიძინასთან და არც მიშასთან, ვალდებულების კლანჭებში ჩაიგდებს თავს, რომ მისი პოზიციის დაფიქსირებაზე გავლენა მოახდინოს, მმართველმა, თუ ოპოზიციურმა პარტიამ.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით მარდალეიშვილი

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni