პოსტები სოციალური ქსელიდან

„დედა პანსიონატში ჩაგიბარებია, კარგად უვლიანო, დედამთილი, ქმრის ბიძა და ბიცოლა სახლის გასაღებს გიმალავენ“

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სანდრა რულოვსს მიმართავს.

„მართლა გულით მაინტერესებს სანდრას ვკითხო, ქმართან არ ცხოვრობ, შვილებთან არ ცხოვრობ, დედა პანსიონატში ჩაგიბარებია, კარგად უვლიანოო, მამა ჰოლანდიაში გყავს, დედამთილი, ქმრის ბიძა და ბიცოლა წუწკს გეძახიან და ფლორიდაში სახლის გასაღებს გიმალავენ და ზუგდიდში რა დაგრჩენია, რომელი ეკატერინე ჭავჭავაძე შენ მყავხარ დადიანების სასახლეში გაცხოვრონ, რა გინდა კაცო ამ ჩვენს ქვეყანაში რა დაგრჩენია“,-წერს ნინო ჯღარკავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments