უცხოური მედია

კვლევის თანახმად, საფრანგეთში ლგბტ თემის მიმართ აგრესია გაიზარდა

ასოციაციის SOS Homophobie ანგარიშის მიხედვით, ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ შეურაცხყოფა, აგრესია და დისკრიმინაცია საფრანგეთში ყოველ წელს იზრდება. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien იუწყება.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული კუთხით, გასული 2018 წელი კვლავ ერთ-ერთი ბნელი წელიწადი იყო. დოკუმენტში, რომელიც 1997 წლიდან ქვეყნდება, ასახულია, რომ 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს 15%-ით არის გაზრდილი ლგბტ თემის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის ფაქტები.

SOS Homophobie-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ინციდენტების რიცხვის ყოველწლიური ზრდა შესაძლოა იმის მაჩვენებელია, რომ უფრო მეტი ლგბტ პირი არღვევს დუმილს და ღიად საუბრობს მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმანაციულ მოპყრობაზე, თუმცა ასევე იმასაც ნიშნავს, რომ ფრანგულ საზოგადოებაში ჰომოფობია საკმაოდ არის ფეხმოკიდებული. 

გამოცემის თანახმად, იგივე შედეგი აჩვენა IFOP -ის ( რასიზმთან, ანტისემიტიზმსა და ანტი-ლგბეტ-თან ბრძოლის უწყებათაშორისი ორგანიზაცია) კვლევამ, რომლის მიხედვითაც, ლგბტ თემის გამოკითხული წარმომადგენლების 55 % ჰომოფობიის მსხვერპლია, მათგან თითქმის ნახევარი კი – ფიზიკური შეურაცხყოფის.

Facebook Comments