პოლიტიკა

“სამეგრელომ უნდა დააბრუნოს მიხეილ სააკაშვილი”

“სამეგრელომ უნდა დააბრუნოს მიხეილ სააკაშვილი”,-ამ სიტყვებით მიმართა პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ განმუხურში სანდრა რულოვსის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე შეკრებილებს.

“თქვენ უნდა დააბრუნოთ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში. სამეგრელომ უნდა დააბრუნოს სააკაშვილი ამ ქვეყანაში. ძვირფასო მეგობრებო, ზუგდიდმა უნდა აღიდგინოს თვითმმართველობა, რათა ქართველმა ხალხმა აღიდგინოს სახელმწიფოებრიობა. დაიბრუნეთ თქვენ თქვენი ქალაქი. დაიბრუნეთ თქვენი რაიონი და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას, თავის სახელმწიფოს”, – განაცხადა მაჭუტაძემ.

Facebook Comments