პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა – „ქართული ოცნების“ კნდიდატს ზუგდიდში 12%-იანი უპირატესობა აქვს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების კანდიდატს“ გეგა შენგელიას ზუგდიდში 12%-იანი უპირატესობა აქვს.

ქაცარავას თქმით, სწორედ ამ სხვაობის გამო, ოპოზიცია ცდილობს ისე წარმოაჩინოს საარჩევნო პროცესი, თითქოს ზუგდიდში აპოკალიფსი ხდება.

მისივე თქმით, რეალურად, ე.წ. ცხელი წერტილები ხელოვნურად შექმნილი პროვოკაციული ფონია

სოფიო ქაცარავამ დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად შეხვედრები რუსთაველის ქუჩაზე გამართა. მისი განცხადებით, გიორგი შენგელია ღირსეული კანდიდატია და მის მიმართ მხარდაჭერა მთელს ზუგდიდში იგრძნობა..

“რამდენიმე დღეა აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში. არ მიკვირს რომ შედეგები, რაზეც ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა, დაიდო კვლევის შედეგად. კამპანია არის ძალიან პოზიტიური „ქართული ოცნების“ მხრიდან. განწყობებს რაც შეეხება და 12%-იან უპირატესობას – ჩვენს კანდიდატს აქვს აშკარა უპირატესობა. კეთილგანწყობა გეგა შენგელიას მიმართ არის აშკარა და ამას მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციისას ვხედავთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში კამპანიამ მშვიდ და სტაბილური ვითარებაში ჩაიაროს”, – აცხადებს სოფიო ქაცარავა.

Facebook Comments