Advertisements

სტუდენტი КFC-ის რესტორნებში ერთი წელი მოტყუებით უფასოდ იკვებებოდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სტუდენტმა მონახა ხერხი, რომლის მეშვეობითაც КFC-ის სწრაფი კვების რესტორნების ქსელში უფასოდ იკვებებოდა. ამის შესახებ India Today იუწყება.

Nusagi

ბიჭი რესტორნებს ყოველდღე აკითხავდა და აცხადებდა, რომ КFC-ის სათაო ოფისიდან საკვების ხარისხის შესამოწმებლად იყო გაგზავნილი. აღსანიშნავია, რომ თვითმარქვია რევიზორი ყოველთვის მკაცრ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, რათა ეჭვი არავის გასჩენოდა, ასევე თან ჰქონდა ყალბი მოწმობა. 

თანამშრომლების თქმით, სტუდენტი ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა შემმოწმებლის როლში: ათვალიერებდა სამზარეულოს, პერსონალს სხვადასხვა შენიშვნას აძლევდა, აკეთებდა ჩანაწერებს. „სავარაუდოდ, მანამდე ის ნამდვილად მუშაობდა KFC-ისთვის, რადგან იცოდა, როგორ მოქცეულიყო“,-აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი. 

მაგრამ ერთ წელიწადში პერსონალს ეჭვი გაუჩნდა და პოლიციას მიმართა. სტუდენტი ტყუილში გამოიჭირეს, ახლა მას სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული