მედიცინა

ქალმა მზეზე ნახევარი საათი გაატარა და მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო

ინგლისის საგრაფო ისთ-რაიდინგ-იორკშირში მცხოვრებმა ქალმა მზეზე ნახევარსაათიანი გარუჯვის შემდეგ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ამის შესახებ აგილობრივი The Hull Daily Mail იუწყება.

ინციდენტი 4 მაისს ქალაქ ბირმინგემში მოხდა, როდესაც ვენდი სენეტი პეინტბოლ-კლუბში იმყოფებოდა. „სულ ნახევარი საათი გავატარე მზეზე, რის შემდეგაც ჩემი ხელები საშინელი შესახედი გახდა“,-ამბობს ქალი. მისი თქმით, მარჯვენა ხელი ისე გაუსივდა, რომ თითების ფალანგები ვიზუალურად გაერთიანებული ჰქონდა. 

როგორც ირკვევა, მანამდე 58 წლის ბრიტანელი ქალი რამდენიმე კვირის განმავლობაში იღებდა სტეროიდულ პრეპარატ პრედნიზოლონს გართულებული ლარინგიტის სამკურნალოდ. წამლის გამო, მისი კანი ძალიან მგრძნობიარე გახდა. ქალმა თქვა, რომ ასეთი გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირებული არ იყო. 

ექიმებმა ქალს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები მისცეს, ასევე აუკრძალეს სტეროიდის მიღება, თუმცა 12 დღის შემდეგაც, პაციენტს კანი არ აღუდგა. 

Facebook Comments