სამართალი

მოქალაქემ, რომელსაც ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია ფარული ჩანაწერის გავრცელებაში ადანაშაულებს, ქვეყანა დატოვა

მოქალაქემ, რომელსაც ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია ფარული ჩანაწერის გავრცელებაში ადანაშაულებს ქვეყანა დატოვა.

მოქალაქემ, რომელმაც ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატ გია დანელიას თქმით, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ფარული ჩანაწერი გაავრცელა, ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ბადურ რაფავამ საქართველოს საზღვარი 17 მაისს, 10:56 საათზე გადაკვეთა. მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამართალდამცველები მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

გია დანელიას განცხადებით, ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თითქოს ის მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს, ფაბრიკაციაა. დანელია ვარაუდობს, რომ ფარული ჩანაწერი ბადურ რაფავას დამონტაჟებულია. ვიდეომასალის თანახმად, დანელია ყვება, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან მიიღო დავალება, ნებისმიერ ფასად მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღოს ხმების 50 %-ზე მეტი.

Facebook Comments