მოდა

ყველაზე სექსუალური სტუმარი კანის ფესტივალზე

2019 წლის კანის ფესტივლის მესამე დღეს, ერთ-ერთი მთავარი პრემიერა შედგა – პედრო ალმადოვარის ფილმი „ტკივილი და დიდება“ პენელოპა კრუსისა და ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით. თუმცა, როგორც პრესა იუწყება, წითელ ხალიჩაზე მაყურებელთა ყურადღება მთლიანად იყო მიპყრობილი განსაკუთრებული სტუმრის, პოლონელი სუპერმოდელის, ანია რუბიკისკენ.

მედიასაშუალებებმა ანია რუბიკს კანის ფესტივლის ყველაზე სექსუალური სტუმარი უწოდეს. მას Saint Laurent -ის შავი აბრეშუმის სმოკინგი პირდაპირ შიშველ ტანზე ეცვა. ფოტოგრაფების ობიექტივებთან მიახლოებისას მოდელმა პიკანტურად გადაიხსნა პიჯაკი და არაჩვეულებრივ სხეულთან ერთად Boucheron-ის ბრილიანტის ყელსაბამი გამოაჩინა.


Facebook Comments