სოციალური ქსელები და მედია

რისი თქმა სურდა ჟურნალისტს?

რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის მიერ წარმოთქმულმა ტექსტმა ფეისბუქმომხმარებელი დააბნია.  სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ, თუ რისი თქმა სურდა ჟურნალისტს.

ჟურნალისტმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ოფისები ადრე ახლოს იყო, ახლა კი-არა და  ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად მოხდა.

„ოპოზიციაში დღეს ხაზს უსვამდნენ ერთ რამეს, რომ აი აქ, სანდრა რულოვსის შტაბი სადაც არის, სულ რაღაც რამდენიმე მეტრში, სულ რაღაც 20-30 მეტრია დაშორება, იყო „ქართული ოცნების“ შტაბი, მაგრამ მათ დღეს ბრიფინგები აღარ გაუმართავთ და ოპოზიციაში აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მოხდა შეგნებულად, საიმისოდ, რომ არ მისცემოდა საშუალება გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ ემუშავა გამართულად , და თავად „ქართული ოცნება“ სხვა ადგილას გადავიდა, რომ მას გამარტივებოდა მუშაობა“,-განაცხადა ჟურნალისტმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni