ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას რომ 60 %-მდე შედეგს მიიღებს „ქართული ოცნება“

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას , რომ დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში  ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში იგებენ,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვინდა გაგაცნოთ პირველადი მონაცემები. შემოსულია ოქმის მონაცემები ანუ საუბარია უკვე ოფიციალურ მონაცემებზე, იმ დათვლაზე , რომელიც წარმოებს საარჩევნო უბნებზე. ოლქების უმეტესობაში  წინასწარი მონაცემების განზოგადება უკვე შესაძლებელია  და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას , რომ დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში  ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში იგებენ.

რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე, თუმცა არის ალბათობა მეორე ტურის შალვა შავგულიძესთან , ეს არის არსებული მონაცემები.

რაც შეეხება ზესტაფონს, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს იმ რაოდენობის ოქმები, რომ გვქონდეს განზოგადების საშუალება, ასეთია შედეგები. რაც შეეხება მცირე ოლქებს, სადაც საკრებულოს წევრთა არჩევნები ტარდება ,ეს არის შეგახსენებთ ოზურგეთი ,ტყიბული ,ჭიათურა , წყალტუბო, ადიგენი, საგარეჯო , ზესტაფონი, ახმეტა,  პანკისის ხეობაშიც ტარდება არჩევნები, ყველა ამ უბანში დამაჯერებლად იმარჯვებენ ქართლი ოცნების კანდიდატები.

მთლიანობაში ქართული ოცნების გამარჯვება შთამბეჭდავია, ძალიან მაღალი შედეგებით დასრულდება არჩევნები. შეგახსენებთ, რომ მასშტაბი ამ არჩევნების იყო ძალიან დიდი, 12 % ამომრჩევლის იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში და ეს გვაძლევს საშუალებას ,რომ ქართული ოცნების რეიტინგი შევაფასოთ.

ზოგადად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართული ოცნების რეიტინგი შევაფასოთ.

შედეგი არის ნამდვილად შთამბეჭდავი. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას რომ 60 %-მდე შედეგს მიიღებს ქართული ოცნება.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისათვის. იყო ძალიან აქტიური არჩევნები, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოავლინეს ჩვენმა მოქალაქეებმა  კიდევ ერთხელ და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების ამომრჩეველს,  რომელმაც მხარი დაუჭირა  ჩვენს კანდიდატებს საქართველოში.

საქართველოში გრძელდება დემოკრატიული არჩევნების ტრადიცია. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული ექსცესები, გარკვეული პროვოკაციები და  მცდელობა, ხელოვნურად შეტანილიყო არეულობა საარჩევნო პროცესში, ჩვენ შევძელით ეს არჩევნები სათანადო გარემოში  ჩაგვეტარებინა.

რაც მთავარია სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და ამის შედეგია ქართული ოცნების შთამბეჭდავი გამარჯვება ამ არჩევნებში. მოგვიანებით გაგაცნობთ დაზუსტებულ მონაცემებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული