ხელოვნება და კულტურა

სოფო ტოროშელიძე „ევროვიზიაზე“- უფლებას არ მოგცემთ, ხელი შემაწმინდოთ

მომღერალი სოფო ტოროშელიძე აცხადებს, რომ „ევროვიზია 2019“-ის სიმღერის კონკურსში ქართული ჟიურის წევრი არ ყოფილა და შესაბამისად, არ იმსახურებს ფეისბუქმომხმარებელთა აგრესიას.

სოციალური ქსლის მომხმარებლები მწვავედ აკრიტიკებენ „ევროვიზიის“ ქართული ჟიურის წევრებს, რომლებმაც უმაღლესი ქულები დაუწერეს ჩეხეთს და არა კვიპროსს, რომელსაც თამთა გოდუაძე წარმოადგენდა. 

„ყურადღებით წაიკითხეთ და საერთოდ გაეშვით ჩემი სახელის და გვარის მოხსენიებას ნებისმიერ კომენტარში თუ სტატუსში! ეს განცხადება და სტატია გამოქვეყნდა 30 აპრილს, რომლის შემდეგაც გარკვეული მიზეზების გამო უარი ვთქვი ევროვიზიის ჟიურის წევრობაზე. დღეს არის 19 მაისი! იცით ძალიან ბევრჯერ გავჩუმდი და ხმა არ ამოვიღე, როდესაც ცილის წამება მიდიოდა და ბულინგი ჩემი მიმართულებით, აღარ მინდა სახელები და გვარები ამოვატივტივო და რეალური მიზეზები და პერსონები დავასახელო, ვისი გადაწყვეტილებითაც დატოვეს პროექტები სხვა და სხვა ადამიანებმა! რატომღაც სხვებს შეგვეწმინდა ხელები მაშინაც! ახლა ევროვიზიას რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ თამთაც ძალიან კარგი მეგობარია ჩემი, ოთოც და მარიკო ლეჟავა ხომ არის და არის ჩემი უძვირფასესი ადამიანი და მეგობარი! და თუ საჭიროა სამივეს დავიცავ ისე, როგორც საჭიროა! მაგრამ რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და საერთოდ არ გავკარებივარ, უფლებას არ მოგცემთ რომ კიდევ შემაწმინდოთ ხელი!“,-წერს სოფო ტოროშელიძე.

Facebook Comments