ხელოვნება და კულტურა

„ევროვიზიის“ ქართული ჟიურის წევრი – იმიტომ ჩამქოლეთ, რომ კარგ მუსიკას მივეცი ხმა?

„ევროვიზიის“ ქართულ ჟიურის, რომელმაც თამთა გოდუაძეს კონკურსზე 6 ქულა მინიჭა, სოციალური ქსელის მომხმარებლების რისხვა დაატყდა თავს. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მომღერალი მარიკო ლეჟავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სინდისი არ აწუხებს და თავიდან რომ მიეცეს საშუალება, იგივეს გააკეთებდა.

მისი თქმით, არანაირი შური და ბოღმა არ ამოძრავებდა და ნაკლებად ადარდებს უცნობი ადამიანების აზრი. 

„ორი დღეა, ვდუმვარ მართლა, აი, ვდუმვარ ამ საზიზღრობაზე, რაც ჩემ გარშემო ხდება! მართლა არ ვიცი, ამხელა ზიზღი საიდან გაქვთ დაბუდებული, ვერაფრით გამიგია. ქართველის გვერდში დგომას რომ ამბობთ! აი, რომ გაჰკივით ამ ფრაზას, ოთო ქართველი არ იყო? თუ ფრანგი იყო??? თქვენი წარმომადგენელი სანამ წავიდოდა, მაქამდე გაანადგურეთ, გინდა მორალურად, გინდა სულიერად! თქვენ არ ხართ ეგ ქართველები??? არც ერთი ცუდი და სალანძღავი სიტყვა არ დაგიშურებიათ “ქართველისთვის” და ახლა არის ქართველის გვერდში დგომა პირველი და წმინდა??

ან ის ადამიანები, ვისზეც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს კომენტარს გააკეთებდნენ, რაზე ფიქრობთ ან რას აკეთებთ საერთოდ? რას ამტკიცებთ ჩემი გალანძღვით… თქვენი ნებაა აბსოლუტურად, რას იტყვით ჩემზე ან ჩემს უნიჭობაზე! მაგრამ მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, მე მეჭირა პასტა ხელში და მე დავწერე ქულა! არავის საქმე არ არის, მე რა გავაკეთე. როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი.

არანაირი შური და ბოღმა არ მამოძრავებდა, უბრალოდ, ვინც მიცნობს, მათ ხომ იციან და აი, ვინც არ მიცნობს, ეგ ნაკლებად მადარდებს. ცხოვრებაში არასდროს შური და ბოღმა არ მამოძრავებდა და არასდროს შემიპყრობს ეგ გრძნობა, რასაც ბევრზე ვერ ვიტყვი. მარტივად ხელწამოსაკრავი ვარ? აი, ისე ძალიან ცდებით, რომ მეტი არ შეიძლება. ეს ის დრო იყო, აი, კაკრას მეგობრობით და ახლობლობით რომ ხდებოდა ყველაფერი თქვენი დრო. და მე იმიტომ ჩამქოლეთ, რომ კარგ მუსიკას მივეცი ხმა? დაე! კიდევ იმიტომ ჩამქოლეთ, რომ კარგ მუსიკას მივეცი ხმა? დაე! კიდევ იმავენაირად მოვიქცეოდი, იმ დღეს რომ დამაბრუნა.

ძალიან მართალი ვარ ჩემს თავთან და სინდისიც არ მაწუხებს. შეგიძლიათ, ყველა ბრუნვაში გამლანძღოთ და ყველაფერი მიწოდოთ, არაფერი მაქვს სამტკიცებელი. მუსიკა ძალიან მიყვარს, მეტი რომ არ შეიძლება, ისე. მაპატიეთ, რომ მიკერძოებული არ ვიყავი“.

Facebook Comments