სპორტი

მოკრივეები ერთდროულად ჩავარდნენ ნოკდაუნში

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ორმა მოკრივემ ერთმანეთი ერთდროულად ჩააგდო ნიკდაუნში. ვიდეორგოლი YouTube-არხ House of Highlights-ზე გამოქვეყნდა. 

ორთაბრძოლა 10 მაისს გაიმართა ჰოლივუდის ერთ-ერთ სასტუმროში. ამერიკელები ჯირჰედ ფენდერსონი და იროსვან დიუვერგელი ერთ-ერთ ეპიზოდში ერთმანეთს ურტყამენ და წინასწორობას კარგავენ. დიუვერგელი ტროსებზე დავარდა და მალევე წამოდგა, ფენდერსონი კი, მოწინააღმდეგეზე დიდხანს იწვა. ის მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა მსაჯმა დათვლა დაიწყო.

ბრძოლა ფენდერსონის გამარჯვებით დასრულდა. 

Facebook Comments