სპორტი

ქართველი ფეხბურთელების დაკავებას The Washington Post ეხმაურება

ქართველი ფეხბურთელების დაკავებას ამერიკული მედიასაშუალება The Washington Post ეხმაურება.

„თბილისი- საქართველო- თერთმეტი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილნი არიან გარიგებული მატჩების ჩატარებაში და ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ“,-წერს გამოცემა.

ამერიკული მედიასაშუალების ცნობით, ორშაბათს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დაკავებულია ქვეყნის უმაღლესი ლიგის მატჩებთან დაკავშირებით.

„5 მათგანი WIT Georgia-ს წევრია, რომელმაც კვირას დინამო ბათუმის თამაშში 2:0 წააგო. დაბალი ლიგის ორი კლუბის მოთამაშეები ასევე არიან ეჭვმიტანილი მსგავს დანაშაულში. კახა კალაძემ, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა, ახლა კი თბილისის მერმა სატელევიზიო ინტერვიუში დაგმო მატჩების გარიგების ფაქტი.  „ჩემთვის, როგორც ყოფილი მოთამაშისთვის ასეთი საქციელი მიუღებელია და ამის გამო ყველამ უნდა აგოს პასუხი. ეს არ არის სპორტი, ეს სხვა რამეა“,-განაცხადა მან ქართულ ტელეკომპანიასთან. ქართული კანონმდებლობით მოთამაშეებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“,-წერს The Washington Post-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ფეხბურთელებთან გარიგებით „ორგანიზებულმა ჯგუფმა“ მატჩებით 35 000 დოლარი იშოვეს, ხელისუფლებამ კი ამ ფაქტის დამამტკიცებელი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა.  

შეგახსენებთ, სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბის ჩა­წყო­ბის ფაქ­ტზე 11  ფეხ­ბურ­თე­ლი და­ა­კა­ვა.  სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა და ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ჯამ­ში მი­ით­ვი­სეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა – 93 500 ლარი.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი – ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი: ნიკა და­უშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ჯა­ყე­ლი და ლაშა ჩა­ფი­ძე. ასე­ვე და­ა­კა­ვეს – სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ჭი­ა­თუ­რას“ ფეხ­ბურ­თე­ლი ირაკ­ლი ხუ­ჭუა, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ლან­ჩხუ­თის გუ­რი­ას“ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი რო­ბერტ (რატი) იმერ­ლიშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ბა­ჯე­ლი­ძე, ასე­ვე სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ვიტ ჯორ­ჯი­ას“ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ჯონი შე­რო­ზია, გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ მა­ი­სუ­რა­ძე, პა­ა­ტა ღუ­დუ­შა­უ­რი და ნო­დარ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე.

Facebook Comments