ხელოვნება და კულტურა

ჯორჯ მარტინი აცხადებს, რომ GOT-ის წიგნის ვერსიის დასასრული განსხვავებული იქნება

HBO-ს ყველაზე ძვირადღირებული და რეიტინგული პროექტის გარშემო ატეხილი საყოველთაო მღელვარება ლიტერატურული პირველწყაროს ავტორსაც შეეხო. მწერალ ჯორჯ მარტინის განცხადებით, ამ დრომდე ვერ იჯერებს, რომ ჯონის, დენისა და „ყველას, ყველას ყველას“ ისტორია დასასრულს მიუახლოვდა. ის ხაზს უსვამს „სამეფო კარის თამაშების“ მთელი გადამღები ჯგუფის შესანიშნავ ნამუშევარს და ამბობს, რომ უკვე ამთავრებს ბოლო წიგნებზე მუშაობას.

„ხშირად მეკითხებიან, როგორ დამთავრდება ეს ისტორია? ისეთივე დასასრული ექნება, როგორც ტელეშოუს? რა გაეწყობა. კი და არა, და კი და არა“,-აცხადებს ჯორჯ მარტინი.

მისი თქმით, წიგნებში იმუშავებს „პეპლის ეფექტი“. „იქ არიან პერსონაჟები, რომლებიც ეკრანზე არასდროს გამოჩენილან. სხვები, ვინც ტელეშოუში დაიღუპა, წიგნში ცხოვრებას გააგრძელებს. მკითხველი ბევრი იმ გმირის ბედსაც შეიტყობს, ვინც სერიალიდან დიდი ხნის წინ გავიდა. „და დიახ, იქ იქნებიან მარტორქები… გარკვეული ფორმით“,-განაცხადა მწერალმა. 

შეგახსენებთ, წიგნებისა და სერიალის ფანები „სამეფო კარის თამაშების“ ფინალით უკმაყოფილოები არიან. მე-8 სეზონის ახლებურად გადაღების შესახებ პეტიციას მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. 

Facebook Comments